„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმებით განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმები.“.
2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“.
4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3456-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3456-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.05.001.019164.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3456-Iს, 20.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.019164 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4328406/