„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“−„უ“ ქვეპუნქტები:
„რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იმ იურიდიული პირების შენობებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას;
ს) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების შენობებზე;
ტ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე;
უ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს და პასუხისმგებელი არიან საქართველოს სახელმწიფო დროშის მოვლა-პატრონობისთვის.“.
2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებსა და დაწესებულებების დასახელებების აღმნიშვნელ აბრებზე.“.
3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებზე განთავსების შემთხვევებზე.“.
4. მე-17 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსება საგანმანათლებლო დაწესებულებებში“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაწესებულებებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 26 აპრილი 2022 წ. N1523-VIIIმს-Xმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.04.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1523-VIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010200000.05.001.020551.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1523-VIIIმს-Xმპ, 26.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010200000.05.001.020551 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5441528/