„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას (გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა) აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომლის რეგულირების სფერო და შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის სფეროში უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტებისა და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი მიღების წესი განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ;“;
ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი გამოყენების წესს;
დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს.“.
4. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოა საქართველოს მთავრობა.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 31 ოქტომბერი 2018 წ. N3580-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
- მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები
- მუხლი 17. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები
- მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები, ეროვნული სიტუაციური ოთახი1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროც
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.10.2018.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.10.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3580-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.05.001.019211.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.10.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3580-Iს, 31.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.019211 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.10.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4346593/