„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4407-IIს
სარეგისტრაციო კოდი
140070000.05.001.019445
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ეროვნული სიტუაციური ოთახი − შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც ხორციელდება საგანგებო სიტუაციის სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე მართვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ უწყებათა კოორდინირებული მუშაობის მიზნით;“.

2. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე − საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს და ორგანიზაციულ და საინფორმაციო-ანალიტიკურ დახმარებას უწევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო;“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვას ახორციელებს ეროვნული სიტუაციური ოთახის გამოყენებით, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.“.

3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული სიტუაციური ოთახით სარგებლობის უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია მიეცეთ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს.“.

4. 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აპრილი 2019 წ.

N4407-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (4 მუხლი)

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.04.2019.
როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4407-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 140070000.05.001.019445.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4407-IIს, 02.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.019445 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4510454/