„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ორგანული კანონი (1)
- საქართველოს მოქალაქეობის შესახებ 30.04.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:
„მუხლი 301. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან:
ა) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ბ) საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება.
2. დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
3. სააგენტო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით იხილავს განცხადებას და ამოწმებს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და სანდოობას. სააგენტო აღნიშნული განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესახებ ან საქართველოს მოქალაქეობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
ქუთაისი, 6 ივნისი 2018 წ. N2481-რს |