„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1578-VIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
130000000.05.001.020570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„მუხლი 301. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანა

1. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. აღნიშნული წესით მოსამსახურის გადაყვანა შესაძლებელია აგრეთვე ტერიტორიულად სხვა ადგილზე. მოსამსახურის თანხმობის გარეშე ამ წესით მისი გადაყვანა დასაშვებია 1 წლამდე ვადით. 1-წლიანი ვადის სრულად ამოწურვის შემდეგ აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 1 წლამდე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მოსამსახურის გადაყვანა დასაშვებია, თუ მოსამსახურეს, მისი განათლების (კვალიფიკაციის) და მის მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეუძლია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის ან შესაბამისი სამსახურებრივი საჭიროების აღმოფხვრის შემდეგ მოსამსახურე ბრუნდება გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი ინიშნება მის შესაბამის, თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე. თუ აღნიშნული მოსამსახურე უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის მისი თანამდებობის თანაბარ (ტოლფას) თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გადაყვანის გარდა, მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილების სხვა შემთხვევები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

24 მაისი 2022 წ.

N1578-VIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.05.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.05.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1578-VIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.05.001.020570.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.05.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1578-VIIIმს-Xმპ, 24.05.2022, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.020570 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5470193/