ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2020 წლის 15 ოქტომბერი დაბა ხულო |
„მუხლი 48. საკრებულოს გასვლითი ან დისტანციური სხდომა
1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს და ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
გ) თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.
3. საკრებულოს, საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული ეს უფლებამოსილება, ფორსმაჟორული სიტუაციის (დაუძლეველი ძალის) არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
4. საკრებულოს გასვლითი ან დისტანციური სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.
„თავი VI 1
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებისას
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
1. სახელი;
2. გვარი;
3. პირადი ნომერი;
4. დაბადების თარიღი
5. სქესი;
6. მოქალაქეობა;
7. ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
8. ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
9. ფოტოსურათი.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდე მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“.
|