ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს:

მოგახსენებთ რომ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული - ახალციხის მუნიციპალიტეტი და შეიქმნა ორი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი და ახალციხის მუნიციპალიტეტი.

2014 წლის 14 ივლისს იცნო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება. შესაბამისად, გაწვდით ინფორმაციას აღნიშნული პერიოდიდან დღემდე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ. გაცნობებთ რომ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 13 (ცამეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, საიდანაც ცამეტივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

- საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

- ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა, აგრეთვე არცერთი მოთხოვნა არ იქნა შემოტანილი საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მიღებისა და გაცემის დროს დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია საჯარო მოსამსახურეებისათვის დისციპლინარული სახდელების დადების შემთხვევას და არც სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტს.

  ანგარიშს თან ერთვის ელ. ვერისა სიდი (CD) დისკით.

საკრებულოს თავმჯდომარე: კახაბერ ბერიძე