ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბ ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
საქართველოს ზოგად ი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ტყიბ ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:
● 2016 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 04 (ოთხი) განცხადება და 11 (თერთმეტი) კორესპოდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
● საჯარო იფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
● საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
● საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
● საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
● ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია.
● გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯებიც არ ყოფილა.
თამაზ კუბლაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“ მიღებულია 06.12.2016. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №48/119.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“, №48/119, 06.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3451529/