დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მომართა 16-მა ფიზიკურმა და 74-მა იურიდიულმა პირმა. საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა კანონით დადგენილ ვადებში.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ასევე, ადგილი არ ქონია საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია საკრებულოს აპარატის უფროსი მირიან ფხალაძე.
საკრებულოდან მოთხოვნილი ყველა საჯარო ინფორმაცია გაცემულია კანონით განსაზღრულ ვადაში და შესაბამისად, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინარული სახდელი.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას ან გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ვხელმძღვანელობთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.
იმის გამო, რომ ყველა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ბუნებრივია არც გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები ყოფილა გადახდილი.
დუშეთის მუნიციპალი ტ ეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
- „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 11.12.2013. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“, №0, 11.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2121827/