ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესრულების თაობაზე

 

2014 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიღებული იქნა 128 წერილი, მათ შორის 96 მომართვა და 32 განცხადება.  სრულყოფილი პასუხი გაეცა 121 განაცხადს, ხოლო  დანარჩენი 7  დამუშავების პროცესშია.

მოთხოვნილი დოკუმენტების მოცულობის გათვალისწინებით, განმცხადებლებს გაეგზავნათ შეტყობინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის  შესაბამისად.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  მერიაში არ მიღებულა, ასევე, არ დაფიქსირებულა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის ფაქტი.

საჯარო მოსამსახურეების მიერ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

ქალაქ  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი                              შ. მურღულია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2014.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში“?
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2619534/