2. (ამოღებულია - 16.12.2022, №2436).

3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველია:

ა) საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება;

ბ) ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

4. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღებისას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის/ორგანოს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022