საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 146-ე−148-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 146. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სტატუსი
1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება და საქმიანობს ამ კანონით დადგენილი წესით.
2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სახელმწიფო რწმუნებული და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებაა:
ა) სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა;
ბ) სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა;
გ) სახელმწიფო რწმუნებულისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.“.
2. 149-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 20 სექტემბერი 2018 წ. N3462-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3462-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.04.001.016247.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №3462-Iს, 20.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4328420/