მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტი გაიყოს, გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი გორი.
2. ქალაქ ამბროლაურისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ამბროლაური.
3. ქალაქ მცხეთისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მცხეთის მუნიციპალიტეტი გაიყოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − მცხეთის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა.
4. ქალაქ ოზურგეთისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ოზურგეთი.
5. ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტი გაიყოს, თელავის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − თელავის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი თელავი.
6. ქალაქ ახალციხისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ახალციხის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ახალციხე.
7. ქალაქ ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაიყოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას თვითმმართველი თემი − ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზუგდიდი.
8. ახალშექმნილი თვითმმართველი თემების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა შესაბამისად გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების − ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის არსებული საზღვრების გამოკლებით, და განისაზღვრება თანდართული სქემატური რუკების (დანართები №1−№7) თანახმად.
9. თვითმმართველი ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის და თვითმმართველი თემების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები დადგინდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
10. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
ქუთაისი, 4 აპრილი 2014 წ. N2205-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“?
- „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ მიღებულია 04.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2205-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.09.001.016212.
- სად არის „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“, №2205-IIს, 04.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2310718/