ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1067-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
480140000.09.001.016687
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-11 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი შეიცვალოს „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 ოქტომბრის №1865 განკარგულებით მოწონებული ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებით გათვალისწინებული შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვრის პროექტის მიხედვით.

2. თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვარი დამტკიცდეს ამ დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლილი მონაკვეთის (გარდაბნის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე ნაწილის) აღწერა) და №2 დანართის (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შედეგად მიღებული ტერიტორია) შესაბამისად.

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვარი დამტკიცდეს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

თბილისი,

2 დეკემბერი 2021 წ.

N1067-VIმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.12.2021.
როდის იქნა მიღებული „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“?
„ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 02.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1067-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.09.001.016687.
სად არის „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“, №1067-VIმს-Xმპ, 02.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016687 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297233/