1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია იქონიოს სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი ყველა იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ახორციელებს განაწილების საქმიანობას, მომხმარებლების განთავსებისა და მათი მიმართვიანობის შესაბამისად.
2. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სისტემის ოპერატორს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის და ელექტრონული საშუალებით ან ვებგვერდის მეშვეობით – 24 საათის განმავლობაში. მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით, კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს. ასეთ შემთხვევაში, განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების შესაბამისად, მიმწოდებლისთვის ან სისტემის ოპერატორისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
3. მომსახურების ცენტრში მომხმარებლის ვიზიტის განხორციელების მიზნით შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ ჩაწერა ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სისტემის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად და აღნიშნული განრიგი უნდა იყოს დაცული.
4. მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას სისტემის ოპერატორმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები საიმისოდ, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მარტივად ამოსაცნობი, მათ შორის შესაბამისი ვიზუალური ნიშნებით.
5. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს სისტემის ოპერატორის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით