1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ელექტროენერგიის განაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს (შემდგომში – სისტემის ოპერატორი), მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის. ასევე სისტემის ოპერატორსა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობებს.

2. წესები ადგენს სისტემის ოპერატორის მიერ განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების და სიმძლავრის გაზრდის პირობებს, მიმწოდებელსა და გამანაწილებელი ქსელის ოპერატორებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის გამანაწილებელ ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ პირობებს. ასევე, ადგენს გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს, გამანაწილებელი ქსელის ოპერირების პროცედურებს ჩვეულებრივ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, ასევე გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს.

3.  წესების მიზანია:

ა) სისტემის ოპერატორის მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მომხმარებელზე ორიენტირებულ, მარტივ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებზე დაყრდნობით;

ბ) წესების მოთხოვნათა დაცვით, გამანაწილებელ სისტემასთან, სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებით უზრუნველყოს, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება და კონკურენციის ხელშეწყობა;

გ)  სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;

დ) განაწილების საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელის სწორი ექსპლუატაცია, ოპტიმალურად განვითარება და ქსელის გაფართოების საჭირო პირობების შექმნ