1. ელექტროენერგიის მიმწოდებელი, სისტემის ოპერატორი, მომხმარებელი, მათ შორის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი, ვალდებულია დაიცვას წესებში მოცემული ნორმები. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას, მიწოდებას ან/და მოხმარებას. დაუშვებელია ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება.

2. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

3. წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროენერგიის განაწილების, გატარების ან/და მომარაგების დროს ურთიერთობა აწარმოოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე,  დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.

5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს, მხოლოდ  ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდე