1. სისტემის ოპერატორი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებას ახდენს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

2. მიმწოდებელი განსაზღვრავს იმ პირს, რომელიც აბონენტის ნომერზე ყიდულობს და მოიხმარს ელექტროენერგიას (საცალო ბაზრის წესების პირობების შესაბამისად). სისტემის ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მიმწოდებლის მოთხოვნით, აბონენტის ნომერზე პირის მომხმარებლად რეგისტრაციაზე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, მისი მოთხოვნის შესაბამისად, პირის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციით, ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოქმნილ შედეგებზე, მათ შორის ამ მოთხოვნის შესრულებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის და მასთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების გაუქმებაზე.

3. წესების შესაბამისად დაუშვებელია, მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ უცნობია ამ მომხმარებლის ელექტროენერგიის მიმწოდებელი. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მითითების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

4. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სისტემის ოპერატორისთვის, მიმწოდებლისთვის და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს განაწილების, გატარების, მომარაგების ან/და ქსელთან მიერთების დროს.

5. წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის განაწილების, ან/და ქსელთან მიერთების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია ხელშეკრულების მხარისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ან დაშვებული წესებით. აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

6. სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მათ შორის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების საჯაროდ გამოქვეყნებული (კომისიის მიერ დამტკიცებული) ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით.

7. მომხმარებელი უფლებამოსილია უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიით  მომარაგების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის შესახებ მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს.

8. ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილი მომხმარებლის ელექტროენერგიის მომარაგების დაწყების/შეწყვეტის, ელექტროენერგიის შესყიდვის და ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე ანგარიშსწორების პირობები და პროცედურები რეგულირდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და საცალო ბაზრის წესებით.  წესების 37-ე მუხლში მოცემულია სპეციალური ნორმები, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორსა და ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილ მომხმარებლის შორის არსებულ ურთიერთობებს.

თავი II. მომსახურების საერთო პირობე