1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ყველა მომხმარებელს და მიმწოდებელს წესების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიმწოდებლებს მოემსახუროს არადისკრიმინაციულობის პრინციპით და ყველა ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში მომსახურების გაწევისას.
2. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი სისტემის გამართულ მუშაობაზე.
3. განაწილების საქმიანობა არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს როგორც ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, უსაფრთხო და საიმედო მომარაგება, ისე გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია-მართვა, მოვლა-პატრონობა, განვითარება და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობების სათანადოდ შესრულება, ელექტროენერგეტიკული გამანაწილებელი სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველსაყოფად.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) მომსახურება გაუწიოს სისტემით ყველა მოსარგებლეებს წესების შესაბამისად;
ბ) სისტემით მოსარგებლეებს მომსახურება გაუწიოს არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით;
გ) უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, წესებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;
დ) ექსპლუატაცია გაუწიოს, მართოს, მოუაროს და კომისიასთან შეთანხმებული გეგმის ფარგლებში განავითაროს გამანაწილებელი ქსელი;
ე) ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი და უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა;
ვ) უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა, მისი მართვა და მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე;
ზ) პერიოდულად აიღოს მომხმარებლის მრიცხველის ჩვენება და მიღებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ ასახოს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში და ეს ინფორმაცია გადასცეს შესაბამის მიმწოდებელს (ამ წესებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით);
თ) „საცალო ბაზრის წესების“ შესაბამისად შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა კონკრეტული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;
ი) მომხმარებლისთვის მიმწოდებლის შეცვლის პროცესში იმოქმედოს „საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;
კ) მიმწოდებელს მიაწოდოს წესებითა და „საცალო ბაზრის წესებით“ განსაზღვრული ინფორმაცია;
ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად უზრუნველყოფის მოთხოვნის ან ამ პირობის დამძიმების (უზრუნველყოფის თანხის გაზრდის) შესახებ;
მ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინებაზე ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და ძაბვის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ;
ნ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები;
ო) უზრუნველყოს წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, მიმწოდებლის მიერ მომარაგების დაწყების ან მომარაგების აღდგენის შესახებ, სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს წესებითა და საცალო ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნის ან წესებთან შეუსაბამო მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება სისტემის ოპერატორს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზებ