1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, წესების მოთხოვნების დაცვით ქვითარში ასახული თანხის გადაუხდელობის, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის, ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის ან ამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან გათიშულ მომხმარებელს, ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური.

2. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური არ ასახავს ამა თუ იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტ ღირებულებას და მისი სიდიდე იანგარიშება პირობითად აღებული ხარჯის მიხედვით. მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური წარმოადგენს სისტემის ოპერატორის შემოსავალს და მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელით სარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების  ტარიფის გაანგარიშებისას.

3. მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასური დღგ-ის ჩათვლით განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით.

4. ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებ