1. ტესტირების დაგეგმვის მიზნით, მართვის სისტემა უზრუნველყოფს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში საგამოცდო ცენტრების შერჩევას, რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.

2. მართვის სისტემა რეგისტრაციის დასრულებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ცენტრთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს შერჩეული საგამოცდო ცენტრების შესაბამისად აპლიკანტთა განაწილებას. ამ მიზნით:

ა) მართვის სისტემა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ტესტირების ჩატარებამდე 10 დღით ადრე ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობის, აპლიკანტისათვის სასურველი საგამოცდო ქალაქის/მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობისა და მათ მიერ ჩასაბარებელი ტესტის ტიპის/ტიპების შესახებ;

ბ) ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მართვის სისტემას წარუდგენს ინფორმაციას საგამოცდო ცენტრების მიხედვით აპლიკანტთა რაოდენობის განაწილების შესახებ;

გ) მართვის სისტემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ცენტრს ელექტრონული ფორმით აწვდის აპლიკანტთა განაწილების თაობაზე ინფორმაციას (აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის სხვა მონაცემები).

3. სამინისტრო, ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა). მართვის სისტემა, მომდევნო სამუშაო დღეს, უზრუნველყოფს ამ მონაცემების ცენტრისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმი