1. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის იმ სასწავლო გეგმით, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს (შემდგომში - საშუალო პროფესიული პროგრამა) აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, რომელიც არეგულირებს:
ა) შერჩევის ვადებს და ამ ვადების სარეგისტრაციო სისტემაში ასახვას;
ბ) შეფასების თარიღების შესახებ აპლიკანტთა ინფორმირებას;
გ) შეფასების მეთოდებსა და ეტაპებს;
დ) შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების წესს;
ე) აპელაციის წესსა და ვადებს;
ვ) აპლიკანტისთვის განსხვავებულ თარიღში შეფასების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს;
ზ) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა პირობებს.
2. თითოეულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შეფასების თარიღი/თარიღები განისაზღვრება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შერჩევა უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილ შერჩევის პერიოდში. დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასახოს სარეგისტრაციო სისტემაში და ასევე, განათავსოს მის ოფიციალურ ვებგვერდზე, შეფასების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
3. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თარიღის/თარიღების შესახებ აცნობოს აპლიკანტს, გონივრულ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული წესით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესარჩევი და სააპელაციო კომისიების ფორმირების, მათი მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და უნდა ითვალისწინებდეს დაწესებულების პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობას.
5. დაწესებულება, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შერჩევის დადგენილ პერიოდში, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს აპლიკანტთა შეფასების შედეგებს.
6. შეფასება უნდა იყოს დიფერენცირებული და დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
7. მართვის სისტემა, რეიტინგულ სიას ადგენს, აპლიკანტის შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და განათლების მიღწეული დონის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. აპლიკანტის შეფასების შედეგი წარმოადგენს რეიტინგულ ქულას, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9. თუ აპლიკანტი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირი, მისი რეიტინგული ქულა განისაზღვრება შეფასების შედეგად მიღებული ქულის 1.1. კოეფიციენტზე გამრავლებით.
10. საშუალო პროფესიულ პროგრამაზე დგება ორი რეიტინგული სია განათლების მიღწეული დონის მიხედვით:
ა) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლება;
ბ) იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა სრული ზოგადი განათლების საფუძველზე მიღებული პროფესიული ან სრულ ზოგად განათლებასთან გათანაბრებული პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.
11. თუ აპლიკანტთა რაოდენობა ნაკლებია პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობაზე, რეიტინგულ სია დგება ყველა იმ აპლიკანტის გათვალისწინებით (მიუხედავად განათლების მიღწეული დონისა), რომელთა რეიტინგული ქულა უტოლდება ან აღემატება დაწესებულების მიერ პროგრამისთვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს.
12. თანაბარი რეიტინგული ქულის მქონე აპლიკანტები რეიტინგულ სიაში დაიკავებენ ერთსა და იმავე ადგილს, ხოლო სიის ნუმერაცია გაგრძელდება თითოეული ადგილისთვის თანაბარქულიანი აპლიკანტების რაოდენობის გათვალისწინებით.
13. მართვის სისტემა, შერჩევის ეტაპის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს:
ა) დაწესებულებისთვის აპლიკანტთა რეიტინგული სიების ხელმისაწვდომობას თითოეული პროგრამის მიხედვით, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში;
ბ) აპლიკანტისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რეიტინგში მისი ადგილის შესახებ, რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, ყველა არჩეული პროგრამის მიხედვი