პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;
ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;
გ) შერჩევა;
დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა, რომლის ფორმა მტკიცდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში - მართვის სისტემა) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ე) შედეგების გამოცხადება და პროგრამაზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც აპლიკანტს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
ვ) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება (არსებობის შემთხვევაში