1. სისტემა, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული), საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ბ) ინფორმაცია აპლიკანტის განათლების შესახებ;
გ) პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის სახელწოდება და პროგრამის სახე (მომზადება/გადამზადება), რომელზეც განხორციელდა ჩარიცხვის უფლების მოპოვება/მინიჭება;
დ) პირის სტატუსი (რეგისტრირებული, აქტიური, შეწყვეტილი, კურსდამთავრებული);
ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი;
ვ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსგან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მიღებული ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ;
ზ) ინფორმაცია კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ.
2. პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ „პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №71/ნ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში და წესით.
ინფორმაცია დაწესებულების დაფინანსების შესახ