1.  სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) თანამშრომლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ) თანამშრომლის მიერ დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღი, გათავისუფლების თარიღი, შესაბამისი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვით;

გ) თანამშრომლის განათლება (დაწყება/დასრულების თარიღები, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, გავლილი ტრენინგები/სასწავლო კურსები) და სამუშაო გამოცდილება;

დ) პროგრამის/საგნის/მოდულისა და მიღების შესახებ ინფორმაცია, რომლის განხორციელებაშიც არის ჩართული თანამშრომელი (აკადემიური პერსონალი).

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ,  შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები