1.  პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე  დაწესებულების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება ინფორმაცია იმ დაწესებულებების შესახებ, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლება.

2. სისტემა, დაწესებულებების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ)  საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) სამართლებრივი ფორმა;

დ) დაწესებულების სახე;

ე) დაწესებულების ტიპი (სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირი);

ვ) ავტორიზაციის მინიჭების თარიღი, ვადა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები, ავტორიზაციის ვადის ამოწურვის/ავტორიზაციის გაუქმების თარიღი);

ზ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

თ) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართ(ებ)ი – რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით;

ი) საბანკო რეკვიზიტები;

კ) ინფრასტრუქტურა;

ლ) მატერიალური რესურსი (ინვენტარი-აღჭურვილობა);

მ) საქმიანობის სფერო;

ნ) ბიზნესთან თანამშრომლობა;

ო) პასუხისმგებელი პირები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური, ელექტრონული ფოსტის მისამართი));

პ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ადგილები;

ჟ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა“ – "ვ“, "მ“, "პ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის საბჭოს გადაწვეტილებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ინფორმაციის მოწოდებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ – „ლ“, „ნ“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის  სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები