1. სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ სისტემის სუბიექტებს.

2. სისტემის სუბიექტები არიან:

ა) სამინისტრო;

ბ) მართვის სისტემა;

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ხარისხის განვითარების ცენტრი);

დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ცენტრი);

ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი);

ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო);

ზ) იურიდიული პირი, რომელსაც სურს ან უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები;

თ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირები.

3. სისტემის სუბიექტები სისტემაში ინფორმაციის დამუშავებას ახორციელებენ მართვის სისტემის მიერ ავტორიზებული მომხმარებლების მეშვეობი