1. სისტემის სუბიექტის მხრიდან სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა. სისტემის სუბიექტის უფლებამოსილი პირის სისტემის ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაცია და ამ წესით გათვალისწინებული უფლების/უფლებების მინიჭება ხორციელდება უშუალოდ სისტემის სუბიექტის ან მართვის სისტემის მიერ, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.

2. სისტემის თითოეულ სუბიექტს სისტემაში გააჩნია  მისთვის მინიჭებული ინფორმაციაზე წვდომის მასშტაბი, რომლის ფარგლებში შესაბამის ავტორიზებულ მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი სახის უფლებები:

ა) სისტემაში ასახული ინფორმაციის დათვალიერების/გამოყენების უფლება;

ბ) ინფორმაციის სისტემაში შეტანისა და/ან ატვირთვის უფლება;

გ) სისტემაში ასახული ინფორმაციის რედაქტირების უფლება;

დ) სისტემაში ასახული ინფორმაციის წაშლის უფლება.

3. ავტორიზებულ მომხმარებელს შესაძლებელია მიენიჭოს ერთზე მეტი სახის უფლება.

4. წვდომის მასშტაბი და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული სახის უფლების მინიჭების საკითხი განისაზღვრება სისტემის სუბიექტისათვის კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.

5. ავტორიზებული მომხმარებლის სისტემაში შესვლა ხდება მომხმარებლის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართის ავტორიზაციის პაროლის საშუალებით.

6. სისტემის სუბიექტი და ავტორიზებული მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას სისტემის უსაფრთხოების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სისტემის სუბიექტი და ავტორიზებული მომხმარებელი პასუხისმგებელია დარღვევით გამოწვეულ შედეგზე.

თავი III

სისტემაში არსებული ინფორმაც