1. პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემა) შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, სისტემაში ინფორმაციის დამუშავების (სისტემაში ინფორმაციის შეტანა, შენახვა, შეცვლა, გამოყენება ან/და გაცემა) წესებს და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს სისტემაში ინფორმაციის დამუშავებაზე.

2.  სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიე