1.  მოდულების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ყველა მოდული.

2.  სისტემა, მოდულების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოდულის სახელწოდება;

ბ) მოდულის სარეგისტრაციო ნომერი;

გ) მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები)/გადახედვის ვადა;

დ) კრედიტების რაოდენობა;

ე) მოდულზე დაშვების წინაპირობა;

ვ) მოდულის აღწერა;

ზ) სწავლის შედეგები;

თ) მინიმალური მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და სასწავლო გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ი) მოდულის რედაქცია/ვერსია;

კ) მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა;

ლ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3.  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“- „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების,  ასევე იმ გადაწყვეტილების, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

4.  მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის, რომელიც იწვევს ცვლილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

თავი VI

ინფორმაცია დაწესებულებების შესახ