1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ყველა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი.
2. სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სტანდარტის სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) სარეგისტრაციო ნომერი;
გ) სტანდარტის მიზანი;
დ) პროგრამა(ებ)ზე დაშვების წინაპირობა(ებ)ი;
ე) დასაქმების სფერო – შესაძლებლობები;
ვ) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით გათვალისწინებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფერო, მისანიჭებელი კვალიფიკაცი(ებ)ი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონის მითითებით ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ზ) განათლების სტანდარტული საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCED) დონე, კოდი და აღმწერი;
თ) სწავლის შედეგები, რომლებიც განსაზღვრულია სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული კვალიფიკაციის შესაბამისად და ფორმულირებულია ევროპასის მეთოდოლოგიის მიხედვით;
ი) სტრუქტურა, რომელიც მოიცავს კვალიფიკაციის მინიჭებისთვის განსაზღვრულ მოდულთა ტიპებს, მოდულების დასახელებებს/ჩამონათვალს, კრედიტთა ჯამურ რაოდენობას და მინიმალურ სავარაუდო ხანგრძლივობას;
კ) პროფესიული სტანდარტის შესაბამისი კოდი „დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის“ (ISCO-08) მიხედვით;
ლ) სტანდარტის შემუშავების საფუძვლ(ებ)ი;
მ) სტანდარტის განხორციელების ენა;
ნ) სტანდარტის რედაქცია/ვერსია;
ო) სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები)/გადახედვის ვადა;
პ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
ინფორმაცია მოდულების შესახ