1. სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, ასევე მასში ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს მართვის სისტემა.
2. მართვის სისტემა უფლებამოსილია სისტემის ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების მიზნით, განსაზღვროს სისტემაზე წვდომის/დაშვების დონეები.
3. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ასახულ ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირების/ვერიფიკაციის ან/და მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის/კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სტატუსის არსებობის ფაქტის დადგენის/გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშავოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული, ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) დაბადების თარიღი;
დ) სქესი;
ე) მოქალაქეობა;
ვ) იურიდიული მისამართი;
ზ) ფოტოსურათი.
სისტემის სუბიექტე