1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების პროცესი, ასევე ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
2. სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმა;
ბ.ა) პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა);
ბ.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა);
ბ.გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება დუალური სწავლებით;
ბ.დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური ან კვალიფიკაციის დონე;
დ) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფერო და შესაბამისი კოდი, დეტალური სფეროს მე-3 სვეტით განსაზღვრული სწავლის სფერო და შესაბამისი კოდი, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს“ შესაბამისი კოდი, დასრულებული ან/და მილევად რეჟიმში არსებული პროგრამებისთვის;
ე) მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაციის დასახელება;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების რაოდენობა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის;
ზ) სწავლების ენა;
თ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა;
ი) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილი (მისამართი);
კ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა (თვეების/დღეების მიხედვით), სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები;
ლ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულები;
მ) მოდულის მისაღწევი სწავლის შედეგები;
ნ) მოდულის ხანგრძლივობა (კვირებში/საათებში);
ო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობა;
პ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის სწავლის საფასურის ოდენობა;
ჟ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსი (ინვენტარი – აღჭურვილობა და მასალა-ნედლეული), ხოლო არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რესურსის მოთხოვნისათვის საჭირო ინფორმაცია;
რ) პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსის შესახებ ინფორმაცია;
ტ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება მართვის სისტემის მიერ, ხოლო „კ“, „ნ“ „პ“-„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი აქტების ძალაში შესვლიდან ან გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).
4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაშ