1. სისტემა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხულ პირთა შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, მისამართი (ფაქტობრივი/იურიდიული), საკონტაქტო მონაცემები (მობილური, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ბ) განათლება (ზოგადი განათლების საბაზო ან საშუალო საფეხური, ინფორმაცია სხვა სახის განათლების არსებობის თაობაზე);
გ) პროგრამა, რომელზეც განხორციელდა ჩარიცხვის უფლების მოპოვება/მინიჭება;
დ) პირის სტატუსი (ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, აპლიკანტი, პროფესიული სტუდენტი, მომლოდინე, შეჩერებული, შეწყვეტილი, კურსდამთავრებული და სხვ.);
ე) პირის პროგრამაზე ჩარიცხვის/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, საფუძველი, შესაბამისი აქტის ნომერი და თარიღი;
ვ) პროგრამის დასრულების შემდეგ, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების აქტის ნომერი და თარიღი;
ზ) მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნომერი და სერია, გაცემის თარიღი, შესაბამისი დოკუმენტების სისტემაში ატვირთვით;
თ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დანართი;
ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი;
კ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია − სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსგან, პირის სოციალური სტატუსის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისგან, პირის თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ.
2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე პირთა შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით.
3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები