1. სისტემა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების დაფინანსების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაწესებულების სახელწოდება რომლის დაფინანსებაც ხორციელდება, ამავე დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი და სამართლებრივი ფორმა;
ბ) დაფინანსების სახე (ვაუჩერული დაფინანსება; მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება);
გ) დაფინანსების ოდენობა;
დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ასევე მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.
2. დაწესებულების დაფინანსების შესახებ სისტემაში ინფორმაციის შეტანა ხორციელდება „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ვადებში.
სისტემის მონიტორინგი, ცვლილებები და პასუხისმგებლობა სისტემაში ინფორმაციის დამუშავება