1. სისტემაში ასახული ინფორმაციის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.
2. სისტემაში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია ის სუბიექტი, რომელმაც განახორციელა სისტემაში ინფორმაციის დამუშავება.
3. სისტემაში ინფორმაციის შემტანი სუბიექტის სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება სისტემის მონაცემები.
4. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია დადგინდეს სისტემის სუბიექტის მიერ სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისტემის სხვა სუბიექტის მხრიდან დადასტურების აუცილებლობა და დადასტურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
სისტემის უსაფრთხოება და სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურო