1. სისტემის ვებგვერდი განთავსებულია მართვის სისტემის სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის  სისტემა.

2. სისტემაში არსებული ინფორმაციის სარეზერვო ასლის შექმნა ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სარეზერვო ასლების და ჩანაწერების შენახვის წესის შესაბამისად.

3. დაუშვებელია ავტორიზებული მომხმარებლის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლის გადაცემა სხვა პირებზე. უსაფრთხოების აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია არაავტორიზებული წვდომით მიღებულ შედეგზე.

4. ავტორიზებული მომხმარებლის სესიის ხანგრძლივობა სისტემაში უმოქმედობის შემთხვევაში განისაზღვრება 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდება სისტემიდან გამოსვლა (Log out) და სესიის გასუფთავებ