1. სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორის გადამოწმება (მონიტორინგი) ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
2. იმ გარემოებათა შეცვლისას, რაც საფუძვლად დაედო სისტემაში ინფორმაციის შეტანას, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები. სისტემაში ცვლილებას ახორციელებს შესაბამისი ინფორმაციის შემტანი სისტემის სუბიექტი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისტემაში ინფორმაციის ცვლილების/სისტემიდან ინფორმაციის ამოღების საფუძველია სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგები ან/და ინფორმაციაში არსებული ტექნიკური შეცდომ