1.  პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება აღნიშნული პროგრამების შემუშავება/დამტკიცების პროცესი და უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ყველა პროგრამა.

2. სისტემა, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროგრამის სახელწოდებასა და სახეს (მომზადება/გადამზადება);

ბ) პროგრამის ელექტრონულ ფორმას, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

გ) პროგრამის ხანგრძლივობა;

დ) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (ასაკი, განათლება და სხვ.);

ე) პროგრამის მოკლე აღწერა;

ვ) პროგრამის განხორციელების ადგილი;

ზ) ადგილების ზღვრული რაოდენობა პროგრამაზე;

თ) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე (მე-2/მე-3/მე-4/მე-5);

ი) პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი მატერიალური რესურსი (ინვენტარი – აღჭურვილობა);

კ) პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსი;

ლ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი იურიდიული პირის მიერ, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. სისტემაში ასახული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების სისტემაში ასახვა ხდება მის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან,  ხოლო თუ ცვლილება არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

თავი VIII

ინფორმაცია დაწესებულების ადამიანური რესურსის შესახ