1.  პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მქონე  დაწესებულების შესახებ ინფორმაციის კატეგორიაში აისახება აღნიშნული პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების პროცესი და ინფორმაცია იმ იურიდიული პირების შესახებ, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვეს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება.

2. სისტემა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების შესახებ, მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ)  საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) სამართლებრივი ფორმა;

დ) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართ(ებ)ი – რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით);

ე) პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები);

ვ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია, გარდა პერსონალური  მონაცემებისა.

3.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში შეიტანება შესაბამისი დაწესებულების მიერ, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების პროცესის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით. სისტემაში ასახული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილების სისტემაში ასახვა ხდება მის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან,  ხოლო თუ ცვლილება არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

თავი VII

ინფორმაცია პროგრამების შესახ