1. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად, აუცილებელია ტესტირების გავლა აკადემიური უნარებში.
2. ჩასაბარებელი ტესტების შესაბამისობას „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომში - სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებულ დეტალურ სფეროსთან და საგამოცდო პროგრამას ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროს შესაბამისად, აკადემიური უნარების ტესტირება შეიძლება დაწესდეს:
ა) წიგნიერებაში;
ბ) რაოდენობრივ წიგნიერებაში;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი).
4. თუ სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროსთვის განისაზღვრა ტესტის რამდენიმე ტიპი, აპლიკანტი აბარებს ამ ტესტის ყველა ტიპ