1. თითოეულ აპლიკანტზე, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სარეგისტრაციო სისტემაში გენერირდება საგამოცდო ბარათი.

2. საგამოცდო ბარათში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის შემდეგი პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი და აპლიკანტის ფოტოსურათი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აპლიკანტის ფოტოსურათი ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ბარათში ასევე მიეთითება ის საგამოცდო ცენტრი, სადაც აპლიკანტი გაივლის ტესტირებას, ჩასაბარებელი ტესტი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრ