1. ტესტირების პროცესი (მათ შორის, ტესტირების მიმდინარეობასთან და ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვასთან დაკავშირებული საკითხები) რეგულირდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.
2. აპლიკანტმა ტესტირებაზე გასვლის მიზნით უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისას აპლიკანტი წარადგენს: პირადობის (ბინადრობის) მოწმობას/პასპორტს, ხოლო ასეთის არქონის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ სათანადო წესით დამოწმებულ განაცხადს/განცხადება-ანკეტას, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. ასევე, აპლიკანტი წარადგენს სარეგისტრაციო სისტემიდან ამობეჭდილ საგამოცდო ბარათ