1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სააგენტოს წერილობით.
2. წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) მომსახურების გაწევის ვადას/პერიოდს;
ბ) საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტის მისამართს.
3. სააგენტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურებას გაწევას.
4. სააგენტო ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შემსყიდველ ორგანიზაციას უგზავნის ინფორმაციას გასულ თვეში გაწეული მომსახურების დროს, მის მიერ გამოყენებული რესურსების და აღნიშნულ თვეში მომსახურების საფასურის თაობაზე.
5. მომსახურების მიღება ხორციელდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
დანართი №8
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობებ