1. ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში „შემსყიდველი“), რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსგან“ (შემდგომში ,,მესაკუთრე“) ორთოფოტო, ვალდებულია:
ა) გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულ მისამართზე www.maps.tbilisi.gov.ge.
ბ) ავტორიზაციის გავლის შემდგომ, შემსყიდველს აქვს საშუალება შეარჩიოს და მონიშნოს სასურველი ტერიტორია წინასწარ განსაზღვრული ინდექსური ბადის გამოყენებით.
2. სისტემაში სასურველი ტერიტორიის (ბადის) შერჩევის შემდეგ დაანგარიშდება გადასახდელი თანხა.
3. საფასური გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით, როგორც პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ისე სააგენტოს ანგარიშზე საბანკო გადმორიცხვით.
4. საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში სისტემაში გენერირდება ინვოისი, რის საფუძველზეც შემდეგ ხორციელდება გადარიცხვა.
5. სისტემის მიერ გადახდის დადასტურების შემდეგ, აქტიურდება ორთოფოტოს ჩამოტვირთვის ღილაკ