მუხლი 2🔗

ელექტრონული სისტემების, ვებგვერდების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (შემდგომში „სააგენტო“) შემსყიდველ ორგანიზაციებს მათი სისტემების განთავსების მიზნით საკუთარ სერვერულ ინფრასტრუქტურაზე გამოუყოფს ისეთ რესურსს, როგორიცაა: ვირტუალური პროცესორი (CPU Core (vcpu)), ოპერატიული მეხსიერება memory (RAM), მყარი დისკის მოცულობა storage (HDD). სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის კავშირი ხორციელდება დახურული კერძო ქსელის (VPN) საშუალებით, რომლის კონფიგურაციის უზრუნველყოფა ხორციელდება 1 (ერთი) საათის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უზრუნველყოფილი იქნება მისი აპლიკაციის სერვერის განთავსებით სააგენტოს მონაცემთა სანახის სისტემაში, მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალობა დაცულია სტანდარტული პროცედურებით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს შემსყიდვლი ორგანიზაციის მიერ სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის ადმინისტრირება