1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ (შემდგომში „სააგენტო“) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სააგენტოს წერილობით.

2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ვებგვერდის დასახელებას;

ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს;

გ) მომსახურების გაწევის ვადას.

3. სააგენტო, ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების გაწევის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურებას გაწევას.

4. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, მომსახურების მიღებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.

5. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან – 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

6. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან – 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

დანართი №7

ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობე