1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოდან“ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნეს პროცესების ანალიზის გაწევის მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში „სააგენტო“) წერილობით.

2. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი ტექნიკური დავალების შესაბამისი პარამეტრები, საგენტოს უფლება აქვს არაერთხელ დააზუსტებინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.

3. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა ასევეე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.

4. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ელ. ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.

5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

6. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.

7. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ასევე ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

8. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

დანართი №4

ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობე