1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს:
ა) მომხმარებლების რაოდენობა;
ბ) მომსახურების გაწევის ვადა;
გ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომხმარებლების ზღვრული ოდენობა
(მე-2 მუხლის პირველი პუქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხარებელთა რაოდენობა) და სააგენტოსთან შესაბამისი შეთანხმების გარეშე არ დაუშვას სისტემაში ჩართული მომხმარებლებზე მეტი მომხმარებლების ჩართვა.
3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (MSDoc) ჩართული მომხმარებლების რაოდენობის (წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლების რაოდენობის) ცვლილება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება სააგენტოს წერილობით და მომსახურების საფასური დაანგარიშდება პირველი მუხლით განსაზღვრული წესით აღნიშნული შეტყობინების მიღების დღიდან.
4. სააგენტო, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების გაწევის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას/დასტურს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და სწორედ ასეთი დასტურის გაგზავნის/მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურების გაწევას.
5. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, მომსახურების მიღებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.
6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღიდან ან/და მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.
7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურება მოიცავს შემდეგს:
ა) სისტემის დანერგვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ა.ა) სისტემის (სერვერული ნაწილის) ინსტალაცია;
ა.ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლების (კანცელარიის/საქმისწარმოების თანამშრომლები) თანამშრომელთა ტრენინგი (ერთჯერადად), მ.შ დისტანციურად;
ა.გ) ტრენერების მომზადება (ერთჯერადად), მ.შ დისტანციურად;
ა.დ) სისტემის გაშვება;
ა.ე) შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე სისტემის ტექნიკურ გამართვასთან დაკავშირებული კონსულტაცია (ერთჯერადად).
ბ) სისტემის მხარდაჭერას:
ბ.ა) სამომხმარებლო დოკუმენტაცია;
ბ.ბ) სატელეფონო კონსულტაციები სამუშაო დღეებში 09.00 სთ-დან – 18.00 სთ-მდე, ცხელი ხაზის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (1399@msda.ge, ტელ:1399);
გ) წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების პერიოდში, ტრენერებისათვის 2 (ორი) დამატებითი ტრენინგის განხორციელება, მ.შ დისტანციური სწავლება.
გ) სისტემის განახლებას:
გ.ა) ახალი ვერსიის გამოსვლის შემთხვევაში არსებული სისტემის სერვერული ნაწილის განახლება;
გ.ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე დასაყენებელი პროგრამული უზრუნველყოფის საინსტალაციო პაკეტების მიწოდება და სისტემის ტექნიკურ გამართვასთან დაკავშირებული კონსულტაცია (ერთჯერადად);
გ.გ) სიახლეებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
დ) სისტემის განთავსება სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე, სისტემის ადმინისტრირებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
დ.ა) სისტემის განთავსება სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე;
დ.ბ) სარეზერვო კოპირება;
დ.გ) დატვირთვის ბალანსირება;
დ.დ) სისტემის, ქსელური და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.
ე) 1 (ერთი) ტრენინგი (ერთჯერ) ნიშნავს ერთდროულად შემსყიდველი ორგანიზაციის მაქსიმუმ 15 (თხუთმეტი) თანამშრომლის ტრენინგს (მეცადინეობას) 2 (ორი) საათის განმავლობაში.
9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს ზემოაღნიშნული ტრენინგების ჩატარებაში, ასევე უზრუნველყოს ტრენინგების ჩატარებისთვის შესაბამისი ადგილისა და თანამშრომლების გამოყოფა.
10. სააგენტო არ აგებს პასუხს მესამე პირთა მიერ ან/და სხვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოქმნილ უწესრიგობებზე.
დანართი №2
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობე